ნავთობის ფასები 2,4%-ით დაეცა

63

Brent-ის მარკის თებერვლის ფიუჩერსები, მთელი დღის მონაცემების მიხედვით, 2,4%-ით გაიაფდა და ბარელზე 53,19 აშშ დოლარი შეადგინა. სესიის განმავლობაში, ფასებში დიდი ვარდნა მოხდა. საღამოს, ბარელის ფასი 52 აშშ დოლარამდე დაეცა, თუმცა შემდგომ კოტირებები კვლავ მაღლა წავიდა.

მარტის ფიუჩერსები 52,6 აშშ დოლარამდე დაეცა, თუმცა შემდეგ 53,78 აშშ დოლარამდე ავიდა. ამგვარად, დღიურმა ვარდნამ 1,8% შეადგინა.

მუდმივი ვარდნის შემდეგ, ოთხშაბათს ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. კოტირებების გაზრდის შედეგად, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 8%-ით გაიზარდა და 54 აშშ დოლარი შეადგინა. სააგენტო Reuters მიიჩნევს, რომ ნავთობი ამერიკული საფონდო ბირჟის კვალდაკვალ მიდის.

ნავთობის ფასებმა წლიურ მაქსიმუმს, ანუ 86 აშშ დოლარს მაშინ მიაღწია, როდესაც არსებობდა საფრთხე, რომ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული სანქციები ბაზარზე ნავთობის დეფიციტს გამოიწვევდა. თუმცა, ვინაიდან რადგანაც სხვა ექსპორტიორებმა დეფიციტის შევსება შეძლეს, ფასები დაბლა წავიდა.

Comments
Loading...