ნავთობის ფასი კვლავ დაეცა. შემცირებამ 4% შეაგინა, რაც 60 აშშ დოლარს ქვემოთ მაჩვენებლის ტოლფასია. ამერიკულმა ინდექსმა Dow, ვაჭრობის პირველი საათების განმავლობაში თითქმის 700 პუნქტი დაკარგა.
აშშ-ის აქციების ბაზარი, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტს ჯორჯ ბუშ უფროსის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გლოვის ფონზე, პირველი საათების განმავლობაში თითქმის 3%-ით დაეცა.
ფასების დაცემას უკავშირებენ ჩინური ტექნოლოგიური კომპანია Huawei-ის ფინანსური დირექტორის დაკავებას კანადაში, რაც აშშ-ის მოთხოვნით მოხდა. ინვესტორებს მიაჩნიათ, რომ აშშ-ისა და ჩინეთის მყიფე დაზავება სავაჭრო ომის შემდეგ, ვერ შეინარჩუნებს თავს ისეთი ფაქტის წინაშე, რაც ამერიკის მოთხოვნის საფუძველზე Huawei-ის ფინანსური დირექტორის დაკავებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ მენ ვანჩჟოუ, რომელიც Huawei-ის დამაარსებლის შვილია, ვანკუვერში, აშშ-ის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს. შეერთებული შტატები ახლა მის ექსტრადიციას ითხოვს.
კონკრეტული მიზეზი დაზუსტებული არ არის, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ეს იმის გამო მოხდა, რომ Huawei-ს შესაძლოა დაერღვია აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რეჟიმი.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი, თავის მხრივ, დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.