ნავთობზე მოთხოვნა კრიზისამდე არსებულ დონეს 2023 წელს შეიძლება დაუბრუნდეს

2

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილება მიმდინარე წელს გაიზრდება 5.2 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში და 2023 წლისთვის დაუბრუნდება კრიზისამდე არსებულ დონეს. ასეთი პროგნოზი გააკეთა საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ.

IEA-ის ანგარიშის “World Energy Outlook 2021” თანახმად, 2021 წელს ნავთობზე მოთხოვნილების ზრდა მხოლოდ ნაწილობრივ დაფარავს შემცირებას 8,7 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში 2020 წელთან შედარებით.

საავიაციო საწვავის მოხმარება იქნება მნიშვნელოვნად დაბალი პანდემიის წინა დონესთან შედარებით, აღნიშნეს ექსპერტებმა. მათი აზრით, ეს ძირითადად განპირობებულია ქვეყნებს შორის ფრენების შეზღუდვებით და მოსახლეობის დაბალი ვაქცინაციით მრავალ განვითარებად ქვეყანაში.ამასთან, მათ

ამასთან აღნიშნულია, რომ საგზაო ტრანსპორტზე მოთხოვნილება აღდგება და სავარაუდოდ 2022 წლის დასაწყისში დიზელის საწვავი და ბენზინი დაუბრუნდებიან პანდემიის წინა პერიოდის დონეს. თუმცა, საწვავზე მოთხოვნილების ზრდას აფერხებს ელექტრო მანქანების გაყიდვების მატება და ახალი მოდელების ეფექტურობის გაზრდა, აცხადებს IEA.

ასევე ექსპერტებმა უშვებენ, რომ 2030 წლისთვის Net Zero Emissions (NZE)სცენარით, ნახშირბადის ნეიტრალიტეტის გლობალური პოლიტიკა გამოიწვევს ნავთობის ფასის ვარდნას 36 დოლარამდე/ბარელზე 2030 წლისთვის და კიდევ 20 წლის შემდეგ ფასი შეიძლება დაეცეს 24 დოლარამდე. ანგარიშის ავტორების თქმით, ფასების დაცემა შეიძლება განპირობებული იყოს იმით, რომ NZE სტრატეგიის განხორციელებისას ნავთობისა და გაზის ახალი საბადოები უბრალოდ საჭირო აღარ იქნება.

Comments
Loading...