ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნადირაძის ქუჩის N18-ის მიმდებარედ, უსაფრთხოების მიზნით, გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა.
ამჟამად მოსამზადებელი სამუშაო მიმდინარეობს, შემდეგ კი ტერიტორიაზე ბეტონის კონსტრუქცია აშენდება.
კედლის სიგრძე 4.6 მეტრს, ხოლო სიმაღლე – 6.2 მეტრს შეადგენს.
სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, შპს „ნიუჰაუსი“ აწარმოებს. მიმდინარე პროცესს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნო.