“მხოლოდ ის გვკითხა, ეს ბაქტერია იმიტომ ხომ არ შემხვდა, რომ რამე დავაშავეო” – ჩვენ შევძლებთ ბექას გადარჩენას

152

"ჩემმა ბავშვობის მეგობარმა ბორის ფელდმანმა ისეთი ადამიანობა მაჩვენა, თავი ხანდახან სიზმარში მგონია. არადა, 30 წლის წინ გავიცანი საბჭოთა მოსწავლეთა ბანაკ "არტეკში". მაშინ ორივე 14 წლის ვიყავით. ისკიშინიოველი ებრაელი ¬~იყო. ერთ თვეში იმდენად დავმეგობრდით, რომ 2003-ში კიშინიოვში ჩასულმა მოვძებნე. მითხრეს, ბორისი და მისი  ოჯახი ისრაელში ავიდაო…"განგება ვის რა განსაცდელს მოგვივლ¬ენს,რავინ იცის, ერთი რამ კი ცხადია, არაფერია იმაზე მწარე, რაც შვილის ტკივი¬ლ¬ს გადაწონის. თუმცა არსებობს სიკეთეც, რომელიც სწორედ მაშინ მოდის, როცა ყველაფერი დამთავრებული გვგონია. 

ამჯერად სიკეთემ 8 წლის ბექა ფიფია უნდა დააყ¬ენოს ფეხზე. ცოტა ხნის წინ საღ-სალამათ პატარას მძიმე დიაგნოზი – ლეიკემია დაუსვეს. ის ახლა ისრაელის კლინიკაში წევს და ვაჟკაცურად ებრძვის სენს. ბექას მამას, ბაგრატ ფიფიას, კიდევ სამი შვილი ჰყავს. ამბობს, რომ ბექა შვილებს შორის ყველაზე ენერგიულია: "როგორც კი ვუთხარით, რომ ბოროტ ბაქტერიას უნდა ებრძ¬ოლოს, მხოლოდ ის გვკითხა, ეს ბაქტერია იმიტომ ხომ არ შემხვდა,¬ რომ რამე დავაშავეო, მერე კი თითქოს ¬სხვა ადამიანად იქცა, დიდი კაცივით იქცევა".ბაგრატფიფია: – ბექას ერთადერთი კონსტრუქციების აწყობა აწყნარე¬ბდა – ჩხირკედელაობაზე გიჟდება და ამისთვის¬ სპე¬ციალურ წრეზეც კი დადიოდა. ისე სულ წინ და უკან დაქროდა და ბურთს თამაშობდა, ამიტომაც არ გამკვირვებია მის ფეხებზე სისხლჩაქცევები. მაგრამ მორე დღეს რომ დავაკვირდი და გასიება შევამჩნიე, მაშინვე ციციშვილის კლინიკაში წავიყვანე. ექიმმა მითხრა, საშიში არაფერია, ჩირქოვან ადგილს გავკვეთთ, ამოვასუფთავებთ და გაგიშვებთ, თუმცა სისხლის ანალიზი მაინც გავუკეთოთო…

ძალიან ცუდი პასუხები მივიღეთ – ჰემოფილიაც კი იეჭვეს, მაგრამ მერე თქვეს, ეს ლეიკემიაა და ბავშვი სასწრაფოდ იაშვილის კლინიკაში უნდა გადავიყვანოთო. რაც ჩვენ მაშინ განვიცადეთ, არავის ვუსურვებ¬ – ეს ცხოვრების დამხობაა… სასწრაფო დახმარების მანქანას საათ-ნახევარი ველოდით. ამ ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ, წარმოიდგინეთ, თურმე არსებობს ისეთი რამ, რასაც ამ ჯოჯოხეთიდან ადამიანის გამოყვანა შეუძლია – ეს იმედია. პირველად იმედი ექიმებმა მომცეს, როცა ჩემი შვილის დიაგნოზი გამაცნეს. 

იაშვილის კლინიკაში მითხრეს, ბავშვს უმძიმესი ფორმის ლეიკემია აქვს, ასეთი ფორმა, ძირითადად, უფროსი ასაკის ხალხს ემართება, ასე რომ, თუ ქიმიოთერაპია ერთი დღით მაინც დავაგვიანეთ, შეიძლება ბავშვი დავკარგოთო, გადარჩენის ალბათობა 60 %-მდეაო. მეორედ იმედი კი იმ მომენტისთვის სრულიად უცნობმა გოგონამ გამ¬იჩინა, დიტო ცინცაძის ლეიკემიით დაავადებულთა ფონდიდან. რომ დავრეკე, ვკითხე, ჩემს შვილს ლეიკემია აქვს და შესაძლოა ძვლის ტვინის გადანერგვა დასჭირდეს, რა გავაკეთო-მეთქი, ისე მანუგეშა, ისე დამაკვალიანა, რომ რამდენიმე წუთში ზუსტად ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა შვილის გადასარჩენად. ეს სასწაულებრივი იმედი იყო. როცა ბექა და ჩემი მეუღლე ისრაელში ჩავიყვანე, იქიდან დაბრუნებული ამ გოგონას სანახავად მივედი, ვინ ხარ, დამენახე მაინც-მეთქი.

– ბექა ისრაელში წაიყვანეთ სამკურნალოდ?

– დიახ. ამის ორგანიზება კი ისრაელში ჩემმა ბავშვობის მეგობარმა ბორის ფელდმანმა  მოახერხა. მან ისეთი ადამიანობა მაჩვენა, თავი ხანდახან სიზმარში მგონია. არადა, 30 წლის წინ გავიცანი საბჭოთა მოსწავლეთა ბანაკ "არტეკში".  მაშინ ორივე14 წლის ვიყავით. ის კიშინიოველი ებრაელი¬ იყო. ერთ თვეში იმდენად დავმეგობრდით, რომ 2003 წელსკიშინიოვში ჩასულმა მოვიძიე, მაგრამ მითხრეს, ბორისი და მისი ოჯახი ისრაელში ავიდაო… რომ მეგონა, დავკარგე, ბოლო წლებში სოციალური ქსელით ვიპოვე. ბექაზე რომ მივწერე, მაშინვე მიპასუხა, ¬ისრაელში უნდა ჩამოხვიდ ეაუცილებლად, აქ მედიცინაც მაღალ დონეზეა და ღმერთთანაც ყველაზე ახლოს იქნებიო.  ჩავედით თუ არა, ქრისტეს -საფლავზე წაგვიყვანა მოსალოცად. ჩვენ სხვადასხვა რწმენის ვართ, მაგრამ მან ძალიან კარგად იცის, რომ რწმენას ადამიანის გადარჩენა შეუძლია. ამაში მაშინაც დავრწმუნდი, როცა ძალიან მალე ჩემს შვილს დაჩირქებული ფეხები ისე მოურჩა,¬გაკვეთა არც დასჭირვებია. ბოლოს ჩემმა მეგობარმა ბექას გადასარჩენად ახლობლების ოჯახებიც კი ფეხზე დააყენა და ლამის ბრიგადები ჩამოაყალიბა, რომ ჩემს შვილს შინ მომზადებული ბულიონი 60 კილომეტრიდან უზიდონ კლინიკაში. უარი არ გამივიდა, ასეა საჭიროო!¬ აი ასე, მოულოდნელად და ტკივილთან ერთად შევიგრძენი ის, რისიც ხანდახან მეც არ მჯეროდა – სიკეთის ძალა.

– ყველას ეს ძალა გვშველის, ეს რომ არა, ადამიანი უკანასკნელ იმედსაც დაკარგავდა. 

– მეც ასე მგონია. ჩემს შვილს 350.000 დოლარი მაინც სჭირდება, რომ გამოჯანმრთელდეს, და ეს ფული საიდან უნდა მომეტანა, ადამიანები რომ არ ამომდგომოდნენ მხარში?! ჯანმრთელობის სამინისტრომ მხოლოდ 5.000 დოლარი მოგვცა. დიტო ცინცაძის ფონდს რაც შეეძლო დაგვეხმარა, მაგრამ ეს მხოლოდ მგზავრობის ფული იყო… გამგზავრების წინ ნაცნობებმა თუ უცნობებმა, ადამიანებმა, რომლებიც წლობით არ მენახა, ისე გამომიწოდეს დახმარების ხელი, მადლობის თქმაც ვერ მოვახერხე. ბექას დახმარების¬ ანგარიში რომ გავავრცელეთ, ზოგიერთმა, მხოლოდ 2 ლარი რომ მოეპოვებოდა, ისიც კი ჩემს შვილს გამოუგზავნა ¬დ ადალოცა, გაიზარდეო. ეს როგორ აღვწერო?! სიტყვები არ მეყოფა. ამ დროს ცრემლს ძლივს ვიკავებ…

– იცით, რომ ბექას კლასელებმა უფროსების მანქანები გარეცხეს, ამაში ფული გამოართვეს და ბექას ჩაურიცხეს… თქვენი ¬შვილები როგორ უძლებენ ამ სიტუაციას?

– უძლებენ როგორღაც, მაგრამ გულში იხარშებიან. ჩემი უფროსი ბიჭი, რატი, ცუდად არ წერს. მითხრა, ნოველა უნდა დავბეჭდო, გავყიდო და ფულს ბექას ¬გავუგზავნიო… ყველამ რაღაც უნდა მოვიფიქროთო. დედაჩემი აქამდე სულ ტიროდა, რომ ვუთხარი, ბავშვებს ამდენ ცრემლს ნუ ანახებ, არ შეიძლება-მეთქი, გაჩუმდა. მეც მირჩევნია, უფრო ჩუმად ვიყო, ვიდრე ვილაპარაკო. ერთადერთი, რაც არასდროს მტოვებს, ჩემი ბიჭის გადარჩენის იმედია.

P.S. ეს იმედი ჩვენც არ გვტოვებს. ამიტომაც პატარის დახმარებას ყველას ვთხოვთ.-გადავარჩინოთ პატარა ვაჟკაცი!

0 901 901 996 ზარის ღირებულება 1 ლარი! ლარის ანგარიშის რეკვიზიტები: სს თიბისი ბანკი, საბანკოკოდი – TBCBGE 22

მიმღების დასახელება – ბექასფონდი ანგარიშსწორებისანგარიში – GE96TB7060336080100007 წყარო: kvirispalitra.ge 

Comments
Loading...