მცხეთის ნაწილს 14 სექტემბერს გაზმომარაგება შეუწყდება

10

მიმდინარე წლის 14 სექტემბრის დილის 09:00 საათიდან 15 სექტემბრის დილის 10:00 საათამდე მცხეთის მუნიციპალიტეტში კერძოდ, წილკანს, ფრეზითის დევნილთა დასახლებას, ახალდაბას, ახალუბანს, ერედასა და კასპს გაზმომარაგება შეუწყდება.

აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, სხვა ლიცენზიანტის მიერ გაზსადენზე მიმდინარე სარემონტოსაექსპლუატაციო სამუშაოები გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 15 სექტემბრის 10:00  საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანიასოკარ ჯორჯია გაზიაბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთსოკარ ჯორჯია გაზი-ს ცხელ  ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებპორტალს www.mygas.ge.

Comments
Loading...