მცხეთაში DCFTA-ს ფარგლებში რეგიონალური სამუშაო შეხვედრა გაიმართა

410

24 აპრილს, ქალაქ მცხეთაში, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების,  სოფლის მეურნეობის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სამინისტროებისა  და ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდამჭერი პროექტის წარმომადგენლების ორგანიზებით, რეგიონალური სამუშაო შეხვედრა შედგა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ღონისძიების მიზანს, ევროპასთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების (DCFTA) განხორციელების ფორმატში, მთავრობასა და კერძო სექტორს შორის დიალოგი წარმოადგენდა. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე უძღვებოდა.

შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრებეს DCFTA-ს ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ სხვადასხვა სახელმწიფო-საგრანტო პროექტებზე, პოზიტიური გამოცდილებზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე, ასევე, DCFTA-ს ფარგლებში სანიტარული და ფიტოსანიტარულ (SPS) მოთხოვნებზე და სხვა. გენადი არველაძის განცხადებით, ამ საკითხების გათვალისწინება ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის ხარისხსა და ევროკავშირის ბაზარზე მისი ექსპორტირების პოტენციალს საგრძნობლად გაზრდის. ამასთან,  ხელს შეუწყობს ადგილობრივი პროდუქციის და მომსახურების პოპულარიზაციას, ინვესტიციების ზრდას და ქვეყანაში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში, გენადი არველაძემ და ევროკავშირის წარმომადგენლებმა ბიზნეს სექტორის შეკითხვებს უპასუხეს. რეგიონალური სამუშაო შეხვედრები სისტემატურ ხასიათს მიიღებს და ეტაპობრივად, ქვეყნის მასშტაბით, თითოეულ რეგიონს მოიცავს.

Comments
Loading...