მულტიმოდალური სატვირთო გადაზიდვების მომსახურება საქართველოსა და გერმანიის რკინიგზის ერთობლივი პროექტით

158

შანხაის ყველაზე დიდ სატრანსპორტო ლოჯისტიკურ გამოფენაზე (Transport Logistic China 2018) საქართველოს რკინიგზამ და გერმანიის რკინიგზამ ერთობლივი პროექტი წარადგინეს, რაც გერმანიიდან ახლო აღმოსავლეთისა და ჩინეთის მიმართულებით მულტიმოდალური სატვირთო გადაზიდვების მომსახურებას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

აღნიშნული პროექტის მარშრუტი სათავეს დუისბურგში იღებს, რუმინეთიდან საკონტეინერო გემით საქართველოს პორტებისკენ გრძელდება, შემდეგ კი საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით ჩინეთის ან ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით იშლება.

Comments
Loading...