მსოფლიო ბანკმა ავღანეთს ფინანსური დახმარება შეუჩერა

9

მსოფლიო ბანკმა ავღანეთს ფინანსური დახმარება შეუჩერა. ფინანსური ორგანიზაცია შეშფოთებულია ავღანეთში არსებული ვითარებით და ქვეყნის განვითარებაზე მისი გავლენით. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal წერს.

2002 წლიდან დღემდე, მსოფლიო ბანკს ავღანეთის განვითარებისთვის 5,3 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული.

ამჟამად ქვეყანაში მსოფლიო ბანკის ოცზე მეტი პროექტი მიმდინარეობს.

მანამდე ავღანეთს ფინანსური დახმარება საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შეუჩერა.

Comments
Loading...