მსოფლიო ბანკი საქართველოს ბიუჯეტს 100 მილიონი დოლარის გრანტს გამოუყოფს

474

"მსოფლიო ბანკისგან სახელმწიფო ბიუჯეტი მიიღებს 100 მილიონი დოლარის პირდაპირ გრანტს რეფორმების განხორციელების მხარდაჭერისთვის", – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"მსოფლიო ბანკის ვიცეპრეზიდენტი პოლ რომერი დაინტერესდა ჩვენი მთავრობის 4-პუნქტიანიმთავრობის გეგმით, იმ ფისკალური რეფორმებით, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. მან გადაწყვიტა,რომ პირადად ჩაერთოს რეფორმების განხორციელების პროცესში.

ეს პიროვნება გახლავთ ბიზნესის კეთების სიმარტივის ჯგუფის ხელმძღვანელი მსოფლიო ბანკში და მისი მონაწილეობა ჩვენი რეფორმების პროცესში და რჩევები იქნება მნიშვენელოვანი. მე მინდა მას და მსოფლიო ბანკს მადლობა გადავუხადო მჭიდრო ჩართულობისთვი", – განაცხადა პრემიერმა.

Comments
Loading...