მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი შემცირდა

2

სავაჭრო მონაცემებით, აშშ-ში ნავთობის რეზერვების ზრდის ფონზე, მსოფლიოში ნავთობის ფასი შემცირდა.

Brent-ის ტიპის ნავთობის დეკემბრის ფიუჩერსების ფასი 0,48%-ით დაეცა და ბარელზე 84,67 აშშ დოლარს შეადგენს.

ამავდროულად, WTI-ის დეკემბრის ფიუჩერსების ღირებულება 0.51%-ით არის შემცირებული და ბარელზე 82,02 აშშ დოლარად ბარდება.

ამერიკული ნავთობის ინსტიტუტის მონაცემებით, გასული კვირის განმავლობაში, აშშ-ში ნავთობის მარაგები 3.3 მილიონი ბარელით გაიზარდა.

ნავთობის ბაზარზე ფასები კვლავ იზრდება. Brent–ის ნავთობმა რეკორდულ მაჩვენებელს ორშაბათს მიაღწია და მისმა ღირებულებამ ბარელზე $ 86 შეადგინა, პირველად 2018 წლის 4 ოქტომბრის შემდეგ.

ფასების ზრდა განპირობებულია იმით, რომ მიწოდება ვერ აკმაყოფილებს ბაზარზე მოთხოვნას.

გარდა ამისა, მედიის ცნობით, საუდის არაბეთმა უარყო OPEC+- ის მოწოდება დამატებითი მიწოდების შესახებ რამაც ნავთობის ფასების ზრდას ასევე ხელი შეუწყო.

Comments
Loading...