მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი შემცირდა

4

ირანთან ბირთვული მოლაპარაკებების შესაძლო განახლების გამო, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი გასული 24 საათის განმავლობაში სიმბოლურად შემცირდა. 

Brent-ის ტიპის ნავთობის დეკემბრის ფიუჩერსების ფასი 0.11%-ით დაეცა და ბარელზე 83.32 აშშ დოლარს შეადგენს.

ამავდროულად, WTI-ის ნოემბრის ფიუჩერსების ღირებულება 0.11%-ით არის შემცირებული და ბარელზე 80.55 აშშ დოლარად ბარდება.

Wall Street Journal-ის ცნობით, ირანთან ბირთვული შეთანხმების განახლების თაობაზე მოლაპარაკებები, შესაძლოა, ამ კვირაში დაიწყოს.

ექსპერტების აზრით, ირანთან ბირთვული შეთანხმების ხელმოწერამ შეიძლება Brent–ის ტიპის ნავთობის ფასის ბარელზე დაახლოებით 70 დოლარამდე შემცირება გამოიწვიოს.

გასული კვირას “შავი ოქროს” ღირებულება სწრაფი ტემპით იზრდებოდა, კერძოდ, ერთი დღით ადრე, 11 ოქტომბერს, ნავთობის ფასი 2%-ით გაიზარდა.

ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ წლის ბოლომდე ნავთობის ღირებულება სამ ციფრიანი ნიშნულს მიაღწევს.

ნავთობის ფასების ზრდა მეტწილად განპირობებულია იმით, რომ აზიაში, ევროპასა და შეერთებულ შტატებში ენერგეტიკული რესურსების დეფიციტია. გარდა ამისა, ბუნებრივი გაზის ფასების ზრდა აიძულებს ენერგიის მწარმოებლებს შეცვალონ სუფთა საწვავი ნავთობით.

OPEC +-ის მინისტრთა მონიტორინგის კომიტეტმა ალიანსს ურჩია ნავთობის მოპოვების გაზრდის წინა გეგმა დაიცვას, რომელიც ყოველთვიურად, დღეში 400 ათასი ბარელით წარმოების გაზრდას ითვალისწინებს.

Comments
Loading...