მსოფლიოში ხორცის უდიდესი მწარმოებლის ფილიალებზე კიბერშეტევა მოხდა

8

მსოფლიოს უდიდესი ხორცის გადამამუშავებელი საწარმოს JBS S.A.-ს ჩრდილოეთ ამერიკის და ავსტრალიის ფილიალები კიბერშეტევის მსხვერპლი გახდნენ. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

ამ ინციდენტმა შეიძლება გამოიწვიოს მომხმარებლებთან და მომწოდებლებთან გარკვეული ოპერაციების განხორციელების შეფერხება. მაგალითად, ავსტრალიაში კომპანიამ გააუქმა ძროხების და ვერძების დაკვლა ყველა საწარმოში.

ინციდენტის გამო, კანადის ქარხანაში გაუქმდა ორი სამუშაო ცვლა, რომელიც დღეში 4,2 ათასამდე პირუტყვს ამუშავებს. ასევე, კომპანიის რიგ ქარხნებში გაუქმდა სასაკლაო და სამუშაო მორიგეობა.

JBS S.A. არის ბრაზილიური კომპანია, რომლის შტაბ-ბინა მდებარეობს სან-პაულოში. კომპანიას აქვს ოფისები 15 ქვეყანაში. Bloomberg და Forbes JBS-ს უწოდებენ ხორცის უდიდეს მწარმოებელს მსოფლიოში. კომპანიის მონაცემებით, კომპანიის შემოსავლის 51% მოდის შეერთებულ შტატებზე, 15% – აზიის ბაზარზე, 6% – ევროპაზე, 4% – ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაზე და მექსიკაზე, 3% – კანადაზე და იგივე – აფრიკასა და შუა აღმოსავლეთზე. ბრაზილიაზე მოდის მხოლოდ 16%, ხოლო დანარჩენ სამხრეთ ამერიკაზე – 1%. კომპანია აწარმოებს პროდუქტებს შემდეგო ბრენდების ქვეშ Friboi, Swift, Seara, Pilgrim’s Pride, Plumrose, Primo და ა.შ.

Comments
Loading...