მსოფლიოში ნავთობის მოპოვებით აშშ ლიდერობს

5

ორგანიზაცია “ნავთობის “სტატისტიკის ერთობლივი ინიციატივის” (JODI) მონაცემების თანახმად, აგვისტოს თვეში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეინარჩუნა მსოფლიო ლიდერობა ნავთობის მოპოვების მაჩვენებლით, რუსეთი კვლავ დარჩა მეორე ადგილზე, ხოლო მესამე ადგილი დაიკავა საუდის არაბეთმა.

JODI-ის მონაცემებით, აგვისტოში აშშ-ში ნავთობის მოპოვება ივლისის თვის მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა 1,1%-ით 11,181 მილიონ ბარელამდე/დღე-ღამეში, რუსეთში გაიზარდა 1,1%-ით, საუდის არაბეთშიც გაიზარდა 0,9%-ით 9,562 მილიონამდე.

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ინფორმაციით, ნავთობის ექსპორტი საუდის არაბეთიდან აგვისტოს თვეში გაიზარდა თვიურ გამოხატულებაში 1.9%-ით 6.45 მილიონ ბარელამდე/დღეში, ხოლო შეერთებული შტატებიდან – 7.5%-ით 2.903 მილიონამდე. JODI არ ავრცელებს მონაცემებს აგვისტოს თვეში რუსეთიდან განხორციელებულ ექსპორტზე.

აგვისტოს თვეში რუსეთში ნავთობის გადამუშავება ივლისის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 5.4%-ით და შეადგინა 5.985 მილიონი ბარელი/დღეში; აშშ-ში მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0,6%-ით 15,762 მილიონ ბარელამდე, საუდის არაბეთში კი გაიზარდა 2,6%-ით 2,521 მილიონამდე.

Comments
Loading...