მსესხებელთა საყურადღებოდ! – პრობლემური სესხებზე ინფორმაცია ატვირთულია მხოლოდ ვებგვერდზე vali.ge

91

ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტრო მომხმარებლებს მოუწოდებს, ყურადღება გამოიჩინონ, ვინაიდან გარდა ოფიციალური ვებ-გვერდისა, რომელიც არის vali.ge, კიდევ შექმნილია სხვა ინტერნეტ საიტებიც, რომლებმაც შესაძლოა მომხმარებლები შეცდომაში შეიყვანონ.

“ამ დროისთვის, სოციალურ ქსელსა და ინტერნეტში შექმნილია რამდენიმე გვერდი,  (მაგალითად: http://wali.ge/) სადაც განთავსებულია სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტის სარეკლამო ინფორმაციები, ამიტომ თხოვნაა, პრობლემური სესხების მფლობელებმა ყურადღება მიაქციონ, რომ სესხების შესახებ ინფორმაცია ატვირთულია მხოლოდ და მხოლოდ პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე –  vali.ge”, ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

Comments
Loading...