მოპედების მძღოლებს AM კატეგორიის მართვის მოწმობის აღება მოუწევთ

3

გუშინ საკანონმდებლო ორგანოში საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართა, სადაც ბიუროზე დამტკიცებულ საკითხებს განიხილავდნენ.

განსახილველ საკითხებს შორის იყო საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილება, რომლის მიხედვითაც მოპედები უთანაბრდება მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს და მათზე გავრცელდება იგივე მოთხოვნები, რაც დადგენილია ნებისმიერი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისთვის.

კანონპროექტის მიხედვით, შემოდის სატრანსპორტო საშუალების ახალი კატეგორია – AM, რომელიც აერთიანებს მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს. სატრანსპორტო საშუალების არსებულ კატეგორიებს ასევე ემატება – A2 ქვეკატეგორიაც, რომელიც მოიცავს მოტოციკლს, რომლის სიმძლავრე არ აღემატება 35 კვტ-ს და სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი არ აღემატება 0,2 კვტ/კგ-ს.

პროექტის თანახმად, მფლობელებს მოუწევთ მოპედების რეგისტრაცია და ახალი ტიპის – AM კატეგორიის მართვის მოწმობის აღება.

მოპედების რეგისტრაცია ამ ეტაპზე ნებაყოფლობითია, იგი სავალდებულო 2022 წლის 1 მარტიდან გახდება.

Comments
Loading...