მოლდოვის ღვინის საწარმოების უმრავლესობა რუსეთის ბაზარს უბრუნდება

516

მოლდოვის ღვინის 13 საწარმოდან უმრავლესობა, რომლებიც მიმდინარე კვირის განმავლობაში "როსპოტრებნადზორმა" გამოიკვლია, რუსეთში ღვინის მიწოდების აღდგენას რამდენიმე დღის შემდეგ შეძლებს. აღნიშნულის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა იგორ დოდონმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოოდ გადაწყვეტილება მიმდინარე კვირის მიწურულს, ან მომავალი კვირის დასაწყისში გამოცხადდება.

"დღეს რუსეთის წარმომადგენლებთან მქონდა შეხვედრა. შეხვედრაზე სახელმწიფო კომბინატ Cricova-სთვის დადებითი გადაწყვეტილების მიღება დაჟინებით მოვითხოვე. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მოლდოვაში კვლავ ჩამოვლენ 'როსსელხოზნადზორის" ექსპერტები, რომლებიც დამატებით სიაში შესულ კომპანიებს შეამოწმებენ. ეს კომპანიები ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტს ახორციელებს", – განაცხადა დოდონმა.

Comments
Loading...