მოემზადე გამოცდებისთვის! – დისტანციური სწავლება სილქნეტისგან

406

მთავრდება სასწავლო წელი და მოსწავლეები საატესტატო გამოცდებისთვის ემზადებიან. გასული წლის ოქტომბერში კომპანია სილქნეტმა ინტერნეტ-მომხმარებელს SilkTV-ის "საშინაო სკოლის" ანალოგი – silkschool.ge შესთავაზა, რის საშუალებითაც, ცოდნის მიღება ახლა უკვე ნებისმიერი მობილური მოწყობილობით, კომპიუტერითა და პლანშეტით არის შესაძლებელი. მისი მომხმარებლები არიან, როგორც სკოლის მოწაფეები, ისე პედაგოგები და მშობლები. 

პორტალით სარგებლობა შესაძლებელია ყველგან, სადაც ინტერნეტია – სახლში, მგზავრობისას, აგარაკზე, სტუმრად. მასზე განთავსებულია:  ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე მათემატიკის, გეოგრაფიის, ისტორიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, ქიმიის,  ინგლისურის ვიდეო გაკვეთილები. აქვს საძიებო სისტემა, რომელიც ამარტივებს  ამა თუ იმ გაკვეთილის, კლასის, სხვადასხვა თემის ან პედაგოგის არჩევას. მსურველი უფასოდ გადის ავტორიზაციას ფეისბუკით, ან რეგისტრირდება საიტზე ელექტრონული ფოსტით და ქმნის საკუთარ პროფილს. 

მოსწავლეს საშუალება ეძლევა:

  • დამატებით მოემზადოს კონკრეტულ დისციპლინაში;
  • გადაიმეოროს განვლილი მასალა, მოიძიოს სასურველი თემა;
  • შექმნას ფავორიტი გაკვეთილების სია 

იმდენად მარტივი მენიუ აქვს, რომ პატარა ასაკის მსმენელიც  დამოუკიდებლად, უფროსის ჩარევის გარეშე, რთავს ვიდეო-გაკვეთილს და ინდივიდუალურად იღებს ცოდნას.

  • თითოეული ვიდეო გაკვეთილი მხოლოდ 15–20 წუთს გრძელდება;
  • გამოცდების წინ შესაძლებელია გადაიმეორო მთელი მასალა;

პროექტი ერთნაირად პოპულარულია თბილისსა და რეგიონებში. პორტალზე http://silkschool.ge/ რეგისტრაცია შესაძლებელია უფასოდ, როგორც საქართველოს ტერიტორიიდან, ისე უცხოეთიდან. 

Comments
Loading...