მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსით საქართველო ევრაზიაში მეორე ადგილზეა

388

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოქვეყნებულ წლევანდელ რეიტინგში საქართველომ 156 ქვეყანას შორის 70-ე ადგილი დაიკავა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, ერთი პოზიციით გაუმჯობესებული შედეგია.

ინდექსს ადგენენ ისეთი კრიტერიუმების გათვალისწინებით, როგორიცაა ქვეყნის ტურიზმის სექტორში არსებული მდგომარეობა, უსაფრთხოება, ჯანდაცვა, ტრანსპორტი, სოციალური უზრუნველყოფა, ბიზნესგარემო, ტურისტული ინფრასტრუქტურის ხარისხი, ბუნებრივი რესურსების ოდენობა და სხვა.

ინდექსის თანახმად, საქართველო ევრაზიის რეგიონში მეორეა რუსეთის შემდეგ და უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა აზერბაიჯანი, ყაზახეთი, სომხეთი და უკრაინა. რეიტინგის პირველი ადგილი ესპანეთს ერგო, ხოლო ბოლო პოზიციაზე იემენია.

Comments
Loading...