მობილური ექსტენცია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში

447

პროექტის "მობილური ექსტენცია" ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ფერმერებს კონსულტაციები გაუწიეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

წალკის, ახალქალაქის და ნინოწმინდის სოფლების მაცხოვრებლებს მეფუტკრეობის, ვეტერინარიის, მებოსტნეობის, მეკარტოფილეობის და მცენარეთა დაცვის საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა ფერმერების ნაკვეთები და ფერმერული მეურნეობები დაათვალიერეს, ადგილზე გაეცნენ მათ პრობლემებს და მოგვარებაში დახმარება გაუწიეს. 

აღსანიშნავია, რომ პროექტი "მობილური ექსტენცია" უკვე ორი წელია რაც მიმდინარეობს და ამ ხნის განმავლობაში სპეციალისტებმა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი მოიარეს და ათასობით ფერმერს დაეხმარნენ. 

2017 წლის პირველ ნახევარში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა,  პროექტის "მობილური ექსტენცია" ფარგლებში,  მცხეთა მთიანეთის – 14, ქვემო ქართლის – 27, შიდა ქართლის – 16,  კახეთის – 22, იმერეთის- 15 სოფლის ფერმერებს საკონსულტაციო მომსახურება გაუწიეს.

Comments
Loading...