მობილური ექსტენცია მესტიის მუნიციპალიტეტში

498

სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის "მობილური ექსტენცია" ფარგლებში სპეციალისტები მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებს ესტუმრნენ და ადგილობრივ ფერემრებს კონსულტაციები გაუწიეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიის და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მერძეული ნახირის მოვლა-მოშენების, ფუტკრის ოჯახების მოვლის და დაავდებებთან ბრძოლის საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს. სპეციალისტებმა ადგილობრივების ფერმები და მეურნეობები დაათვალიერეს, გაეცნენ მათ პრობლემებს და დახმარება გაუწიეს.

პროექტი "მობილური ექსტენია" უკვე 2 წელია რაც წარმატებით ხორციელდება და ამ დროის განმავლობაში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სოფლის მეურნეობის რეგიონალური საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი მოიარეს და ათასობით ფერმერს გაუწიეს კონსულტაცია.

Comments
Loading...