მინდელის N7ა-ს მიმდებარედ ფერდობის დამჭერი კედელი ეწყობა

5

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მინდელის N7ა-ს მიმდებარე ტერიტორიაზე გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა.

სამუშაოების განხორციელების შედეგად, 51,4 მეტრის სიგრძის ბეტონის კედელი სავალ გზაზე ფერდობის ჩამოშლას შეუშლის ხელს.

პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 70 000 ლარს შეადგენს.

სამუშაოების მიმდინარეობას ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნო.

Comments
Loading...