2016 წლის 15 დეკემბრიდან მიმოქცევაში ახალი საფოსტო მარკები გამოვიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
ქართული მარკები 4 თემატიკის 7 ახალ საფოსტო მარკას მოიცავს. ახალი მარკები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას შესაბამისი ბრძანებით გამოიცა. მარკები რამდენიმე თემას აერთიანებს : “მესტია”, “ბაკურიანი”, “გუდაური”; “ივანე ჯავახიშვილის 140 წელი”; “ალავერდის საკათედრო ტაძარი”; “კოლხური ჯონჯოლი”; “ალავერდის საკათედრო ტაძარი”; ახალი საფოსტო მარკების შეძენა შესაძლებელია შპს “საქართველოს ფოსტა”-ს სერვის ცენტრებში.
საქართველოს სამთო კურორტები – “მესტია”, “ბაკურიანი”, “გუდაური”;
საქართველოს ფლორა – “კოლხური ჯონჯოლი”;
გამოჩენილი ქართველი მოღვაწე – “ივანე ჯავახიშვილის 140 წელი”;
ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები – “ალავერდის საკათედრო ტაძარი”;