მიმდინარე წელს, ვაკის რაიონში 50 ლიფტი განახლდა

9

ვაკის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობას განაგრძობს. მათი მომართვიანობის საფუძველზე სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები, მათ შორის ლიფტების განახლება გრძელდება.

სამუშაოების ფარგლებში, იცვლება დაზიანებული ლიფტების მექანიკური ნაწილები და კაბინები. მიმდინარე წელს ვაკის რაიონის სხვადასხვა უბნებში 50 დაზიანებული ლიფტი რეაბილიტირდა, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 1 799 409 ლარი გამოიყო.

ლიფტების სარეაბილიტაციო პროექტების დაფინანსება ეტაპობრივად და საბიუჯეტო რესურსების გათვალისწინებით მიმდინარეობს.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ წესის მიხედვით, სამუშაოების განხორციელებისას პროექტების ღირებულების 5% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება.

ამხანაგობა ვალდებულია, განახორციელოს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა.

Comments
Loading...