მიმდინარე წელს ვაკის რაიონში 10 გამწვანებული სივრცის მოწყობის პროექტი დაფინანსდა

5

ვაკის რაიონში, მიმდინარე წლის განმავლობაში 10 გამწვანებული დასასვენებელი სივრცის მოწყობის პროექტი დაიგეგმა და დაფინანსდა. ექვსი სკვერი უკვე მოეწყო. სამ მისამართზე სამუშაოები მიმდინარეობს. კიდევ ერთ მისამართზე პროექტი ახლო მომავალში განხორციელდება.

გამწვანებული დასასვენებელი სივრცეები კეთილმოეწყო ყიფშიძის N10-ში, ჭავჭავაძის N50-ში, გაბაშვილის N11-ში, ნუცუბიძის III მ/რ-ის IV კვ. N1-3 კორპუსების მიმდებარედ, წყნეთის ტყე-პარკის ტერიტორიაზე, გამრეკელის N13-ში. გარდა ამისა, სამუშაოები დაწყებულია ნუცუბიძის II მ/რ-ის I კვარტლის N8-8ა კორპუსების, ნუცუბიძის V მ/რ-ის N8 კორპუსის მიმდებარედ და თხინვალაში, სადაც დედაქალაქის მერის ინიციატივით, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერი გაშენდება.

სკვერებში განთავსებულია ყველა აუცილებელი საპარკე ინვენტარი, დასასვენებელი სივრცეების დაგეგმვისას აქცენტი გამწვანებაზე და გასართობ ინფრასტრუქტურაზე კეთდება. რეკრეაციული სივრცეების მოწყობა გამგეობის პრიორიტეტია.

Comments
Loading...