მიმდინარე წელს ამხანაგობებს ვაკის რაიონში 100 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსდა

4

ვაკის რაიონის გამგეობის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანამშრომლობის ფარგლებში, მიმდინარე წელს, ექვსი თვის განმავლობაში 100 სარეაბილიტაციო პროექტი დაფინანსდა. ამხანაგობების მომართვიანობის საფუძველზე და გამგეობის ბიუჯეტის გათვალისწინებით, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა როგორც მრავალბინიანი კორპუსების შიდა ტერიტორიებზე, ასევე გარე პერიმეტრებზე.

რეაბილიტირდა 24 ლიფტი, განახლდა 32 მრავალბინიანი სახლის ბრტყელი და ქანობიანი სახურავი და ახალი წყალსაწრეტი მილები დამონტაჟდა. გარდა ამისა, სხვადასხვა მისამართზე წყალარინების 14 ქსელი განახლდა და ამხანაგობებისთვის სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა.

სულ, აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად, გამგეობის ბიუჯეტიდან 2 728 150 ლარი გამოიყო.

Comments
Loading...