მილიარდერმა კენეტ გირიფნმა აშშ-ის ყველაზე ძვირადღირებული ბინა 238 მილიონ დოლარად შეიძინა

50

ამერიკელმა მილიარდერმა და ჰეჯ-ფონდ Citadel Investment Group-ის დამაარსებელმა კენეტ გრიფინმა 238 მილიონ აშშ დოლარად, ნიუ-იორკის ცენტრში მდებარე ცათამბჯენში 4-სართულიანი ბინა შეიძინა. აღნიშნული უძრავი ქონება ყველაზე ძვირადღირებული ბინაა, რაც კი ოდესმე აშშ-ში გაყიდულა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბინა 69-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში მდებარეობს, რომელიც ცენტრალურ პარკთან, მეშვიდე და მერვე ავენიუებს შორისაა.

შენობაში ჯერჯერობით არ დასრულებულა სარემონტო სამუშაოები. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მასში განთავსდება სპორტული კლუბი, ბიბლიოთეკა, კალათბურთისა და გოლფის სათამაშო მოედნები. ბინის საერთო ფართი 2200 კვ.მ.-ზე მეტია.

აქამდე ყველაზე ძვირადღირებული ბინა აშშ-ში ნიუ-იორკში, ქალაქ ისტ-ჰამპტომში მდებარე საცხოვრებელი ფარი მიიჩნეოდა. 2014 წელს იგი 137 მილიონ აშშ დოლარად ინვესტორმა ბარი როზენსტაინმა შეიძინა.

Comments
Loading...