მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციარებს სასწავლო კურსი ჩაუტარდებათ

420

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში,  მეწარმეების უნარების ამაღლების, პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობისა და არსებული ბიზნესის შემდგომი განვითარების  მიზნით, კონკრეტული ბენეფიციარებისთვის მარკეტინგული მომსახურების შეთავაზება დაიგეგმა, რაც მოიცავს მათთვის 3 თვიან  საკონსულტაციო მომსახურებას და მის ფარგლებში სასწავლო კურსის განხორციელებას. აღნიშნულის შესახებ შესაბამისს განცხადებას ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

პროგრამის ბენეფიციარებისათვის სასწავლო სემინარი 4 მარტს, სასტუმრო "ფაბრიკას" ტერიტორიაზე (თბილისი, ნინოშვილის 8), 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გაიმართება.

4 მარტს დაგეგმილ სემინარზე მეწარმეობის კუთხით საქართველოში არსებული შესაძლებლობები და პრობლემატიკა, ფასდადგენასთან, პროდუქტის შეფუთვასა და ბრენდირებასთან დაკავშირებული და სხვა, ბიზნესის წარმატებულად წარმართვისთვის აუცილებელი საკითხები იქნება განხილული.

Comments
Loading...