მიიღე #შენიბარათი – თიბისი ბანკის შეთავაზება სტუდენტებს

357

სპეციალურად სტუდენტებისთვის, თიბისი ბანკმა ახალი სადებეტო ბარათი  #შენიბარათი შექმნა.  #შენიბარათი გამორჩეულია და მის მფლობელს შესაძლებლობას აძლევს საკუთარი გემოვნებით და სურვილისამებრ შეცვალოს  მისი დიზაინი, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

ბარათის აღება თიბისი ბანკის ფილიალებსა და სერვისცენტრებში უფასოა, ამისათვის საჭიროა წარადგინოთ პირადობის მოწმობა. ბარათთან ერთად სტუდენტებს საჩუქრად გადაეცემათ სტიკერების ნაკრები, რომელიც  მუდმივად განახლდება.

#შენიბარათი  გამორჩეულია იმითაც, რომ ბარათის მფლობელები მიიღებენ მათთვის საინტერესო  შეთავაზებებს და ფასდაკლებებს. თავგადასავალი იწყება #შენიბარათის აღებისთანავე. პირველი 1000  სტუდენტი, რომელიც გააქტიურებს ბარათს,  საჩუქრად მიიღებს Tbilisi Open Air-ზე დასასწრებ აბონემენტს.

Comments
Loading...