“მთის კურორტების განვითარების კომპანიის” გუდაურის სამაშველო სამსახურმა რუსი ტურისტი გადაარჩინა

466
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "მთის კურორტრბის განვითარების კომპანიის" გუდაურის სამაშველო სამსახურმა რუსი ტურისტი გადაარჩინა.
 
რუსი ტურისტი, რომელიც გუდაურში კუდებზე სრიალებდა, თვითნბურად გადაუხვია სასრიალო გზას , რის შედეგადაც აღმოჩნდა გუდაურიდან 30 კმ ში ხადას ხეობაში.
 
მთაზე მყოფმა მაშველებმა შეამჩნიეს მის მიერ განხორციელებული არასწორი გადაადგილება , რასაც მოყვა მყისიერი რეაგირება .
 
4 საათიანი სამაშველო ოპერაციის შედეგად რუსი ტურისტი მაშველებმა უსაფრთხოდ გადაიყვანეს დაბა გუდაურში.
Comments
Loading...