“მთის კურორტების განვითარების კომპანიამ” სამთო სათხილამურო სეზონი შეაჯამა

404

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანიამ"  2016/2017 წლის სამთო სათხილამურო სეზონი დაასრულა.

კურორტებზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. გუდაურში, ბაკურიანსა და თეთნულდზე ერთდროუალდ 9 ახალი საბაგირო აშენდა,  რამაც ტურისტების რაოდენობის ზრდას ხელი შეუწყო.  

სამთო-სათხილამურო კურორტებზე დამონტაჟებული ავსტრიული კომპანია "სკიდატას" უკონტაქტო გამშვები პუნქტები, საშუალებას იძლევა ზუსტად მოხდეს ვიზიტორების რაოდენობის დათვლა. 

ბოლო წლებში საქართველოში საგრძნობლად მოიმატა როგორც ადგილბრივ, ისე საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ. 2010 -2017 წლებში ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, სვანეთი) 364% -ით გაიზარდა ტურისტების რაოდენობა. 

2015-2016 წლების ზამთრის სათხილამურო სეზონთან შედარებით  2016-2017 წლები საგრძნობლად პროგრესირებს. ვიზიტორების რაოდენობა 37%-ით არის გაზრდილი.

გუდაურის წლევანდელი სეზონო, გასულ წლებთან შედარებით, საუკეთესო იყო.  2016-2017 წლებში  კურორტზე 276634 ვიზიტორი დაფიქსირდა. წინა წელთან შედარებით,  ვიზიტორების რაოდენობა 37%-ით,  ხოლო მრავალჯერადი ბილეთების  გაყიდვის რაოდენობა 59 %-ით მოიმატა.   

რაც შეეხება ბაკურიანს, 2016-2017 წლის სეზონის მაჩვენებლებით,  2015- 2016 წლებთან  შედარებით ვიზიტრების რაოდენობა 25 %-ით, როლო გაყიდული მრავალჯერადი ბილეთების რაოდენობა კი 58 %-ით გაიზარდა. ბაკურიანს 2016-2017 წლის სეზონზე 115317  ვიზიტორი ეწვია. 

სვანეთში, კურორტ თეთნულდზე 2016-2017 წლის სათხილამურო სეზონზე 8948 ვიზიტორი დაფიქსირდა, ჰაწვალზე კი 7321

მაღალმთიან აჭარაში, კურორტი გოდერძი მეორე წელია მასპინძლობს დამსვენებლებს. 2016-2017 წლის სეზონზე გოდერძის 4491  ვიზიტორი ეწვია. 

საქართველო, როგორც მთის კუროტების  დანიშნულების საინტერესო  ადგილი, საერთაშორისო ექსპერტ ლორან ვანატის ყოველწლიურ ანგარიშში მოხვდა, სადაც ავტორი მიმოიხილავს მთის კურორტების პოტენციალსა და განვითარების პერსპექტივებს. საერთაშორისო ექსპერტი წლევანდელ ანგარიშში მოწინავე ევროპულ კურორტებთან ერთად, საქართველოს ერთ-ერთ მნიშნველოვან დანიშნულების ადგილად განიხილავს.

Comments
Loading...