მექსიკელი ბიზნესმენი Coca-Cola-ს თაღლითობაში ადანაშაულებს და 345 მილიონ აშშ დოლარს მოითხოვს

44

მექსიკელმა ბიზნესმენმა ხოსე ანტონიო დე ვალლმა, ამერიკული კომპანია Coca-Cola კორპორატიულ თაღლითობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ Financial Times (FT) წერს.

ბიზნესმენის მიერ შეტანილი საჩივრის მიხედვით, იგი კომპანიისგან 345 მილიონ აშშ დოლარს ითხოვს.

იგი აცხადებს, რომ 2012 წელს მან წარმოებაში ჩაუშვა სასმელი, რომელშიც Gaba იყო დამატებული, რომელიც ამინომჟავებს შეიცავს და აუმჯობესებს ტვინის მუშაობას. სასმლის წარმოება 2016 წელს შეჭყდა, მაშინ ვალლე ფორმულის შეცვლასა და რებრენდინგს აპირებდა.

ბიზნესმენი აცხადებს, რომ 2017 წელს კომპანიასთან Coca-Cola, კომერციული პარტნიორობის საკითხებში მოლაპარაკებებს აწარმოებდა და რომ ამერიკულმა კომპანიამ შეთანხმებას ხელი მოაწერა. შეთანხმების მიხედვით, კომპანიას Coca-Cola დაეკისრა ვალდებულება, რომლის მიხედვითაც, მას არ უნდა მიეღო მონაწილეობა სხვა პროექტებში, რომლებიც დაკავშირებული იქნებოდა ნებისმიერი სახის სასმლის წარმოება, გავრცელება და გაყიდვასთან, რომელიც მგავსი იქნებოდა იმ შემადგენლობისა, რომელიც მექსიკელმა ბიზნესმენმა გამოუშვა.

აღნიშნული მოვლენებიდან ნახევარი წლის შემდეგ, Coca-Cola-მ იაპონიაში ახალი პროდუქტი ჩაუშვა გაყიდვებში, რომელსაც Fanta-Gaba ჰქვია. სწორედ ამის შემდეგ, ვალლე დაუკავშირდა ამერიკულ კომპანიას, შეატყობინა დარღვევების შესახებ და გაყიდვებიდან ახალი სასმლის ამოღებისკენ მოუწოდა.

რაც შეეხება, ამერიკული კომპანიის მხარეს, კორპორაცია აცხადებს, რომ მექსიკელ ბიზნესმენთან ერთად, 2006 წლიდან მოყოლებული, ნამდვილად მუშაობდნენ ისეთი სასმლის წარმოებაზე, რომლის შემცველობასაც Gaba დაემატებოდა, თუმცა Coca-Cola-ს თქმით, შეთანხმება მხოლოდ მექსიკის ტერიტორიას ეხება.

Comments
Loading...