“მეტი გაზი რომ მივიღოთ რუსეთიდან, შეიძლება შევქმნათ დივერსიფიკაცია ჩვენს ბაზარზე”

28

“ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის ფარგლებში ზოგჯერ ცოტა მეტი გაზი რომ მივიღოთ რუსეთიდან, შეიძლება შევქმნათ დივერსიფიკაცია საქართველოს ბაზარზე” – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა.

გიორგი ქობულიამ რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთში გაზის ტრანზიტზე საუბრისას განაცხადა, რომ ამის სანაცვლოდ გაზპრომი საქართველოს ამ ტრანზიტისთვის ფულს უხდის.

მინისტრის განმარტებით, ერთ-ერთი პირობა, რომელიც სურს მთავრობას გააუმჯობესოს კონტრაქტში, უფრო მეტი გადასახადის მიღებას ეხება.

“იმისთვის, რომ არ იყოს მონოპოლიური მდგომარეობა და ერთადერთი მომწოდებელი აზერბაიჯანი არ იყოს, შეიძლება იყოს აზერბაიჯანი და ამავდროულად ცოტა გაზი ვიყიდოთ რუსეთისგან. ამისგან ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი კომპანიები, ჩვენი ბიზნესი მიიღებენ ძალიან დიდ სარგებელს, იმიტომ რომ გაჩნდება მინიმალური კონკურენცია და რა თქმა უნდა, ეს იმოქმედებს ფასებზე” – განაცხადა ქობულიამ.

Comments
Loading...