“მეტავერსში” ვირტუალური უძრავი ქონების ნაკვეთი 2,4 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა

8

“მეტავერსში” ვირტუალური უძრავი ქონების ნაკვეთი რეკორდულ 2,4 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

Decentraland-ში მიწის ნაკვეთი Tokens.com-მა შეიძინა.

ქონების შეძენა “მეტავერსის” კრიპტოვალუტა “მანაში მოხდა”. “მანა” კრიპტოვალუტაა, რომელიც მეტავერსში გამოიყენება გამოიყენება და დღევანდელი კურსით 2.43 მილიონი დოლარი 618 000 MANA-ს უდრის.

შეგახსენებთ, კომპანია Facebook-მა სახელი შეიცვალა და Meta გახდა.

ცუკერბერგმა საზოგადოებას „მეტავერსის“ შექმნის გეგმებიც გაუზიარა. ეს გულისხმობს ონლაინ სამყაროს, რომელშიც ადამიანებს შეუძლიათ იმუშაონ, ითამაშონ და ეკონტაქტონ ერთმანეთს ვირტუალური რეალობის ყურსასმენებისა და სათვალეების გამოყენებით.

საკუთარი “მეტასამყაროს” შექმნა Microsoft-მაც გადაწყვიტა.

Comments
Loading...