მესტიის ენერგომომარაგება გაუმჯობესდება

194

სს "ენერგო-პრო ჯორჯია" საკურორტო ზონებში ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს განაგრძობს. კომპანია მესტიაში ხუდონისა და ჯვრის მაღალი ძაბვის ქვესადგურების რეაბილიტაციას ახორცილელებს, რითაც მნიშვნელოლვნად გაუმჯობესდება მესტიის ენერგომომარაგება. სს "ენერგო-პრო ჯორჯიამ" აღნიშნულ სამუშაოებში 250 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

სამუშაოების ფარგლებში, ქვესადგურ ხუდონში მონტაჟდება ახალი მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორი, ხოლო ქვესადგურ ჯვარში რეაბილიტაცია უტარდება მაღალი ძაბვის მოწყობილობებს, რის შედეგადაც 3000 აბონენტის ენერგომომარაგება მესტიაში უფრო სტაბილური გახდება, აგრეთვე, მნიშვნელოვნად შემცირდება ავარიული გამორთვების ალბათობა და გაზრდება ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი.

ელექტროენერგიის მომარაგების საიმედოობისა და სტაბილურობის გაზრდის მიზნით, სს "ენერგო-პრო ჯორჯია" განაგრძობს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას კომპანიის მომსახურების არეალის მასშტაბით.

Comments
Loading...