მესტიაში სვანეთი ჰიდროს მხარდაჭერით საგანმანათლებლო პლატფორმის, ხანის აკადემიის პრეზენტაციები ჩატარდა

48

კომპანია სვანეთი ჰიდროს მხარდაჭერით მესტიის სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის მსოფლიოში წამყვანი ციფრული საგანმანათლებლო პლატფორმის, ხანის აკადემიის (Khan Academy) გასაცნობი პრეზენტაციები ჩატარდა.

“ხანის აკადემია მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებლო პლატფორმაა, სადაც მარტივი ვიდეოგაკვეთილებისა და სახალისო სავარჯიშოების დახმარებით სხვადასხვა საგნის სწავლაა შესაძლებელი, მათ შორის, მათემატიკის, ფიზიკისა და კომპიუტერული პროგრამირების. პლატფორმის ქართულ ენაზე თარგმნას Educare Georgia უზრუნველყოფს. ჩვენი გუნდი ვატარებთ ტრენინგებს თუ როგორ გამოიყენონ მოსწავლეებმა და მასაწავლებლებმა ხანის აკადემია სასწავლო პროცესში”, – მარიამ გელაშვილი, Educare Georgias-ს წარმომადგენელი.

სვანეთი ჰიდრო მესტიაში მოზარდი თაობისა და განათლების მხარდასაჭერად სხვადასხვა სოციალურ პროექტებს ახორციელებს.

„ჩვენი ორგანიზებით ხანის აკადემიის პლატფორმის პრეზენტაცია მესტიაში პირველად ჩატარდა. ხანის აკადემიის ქართულ ვერსიას უკვე 40, 000 ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ვფიქრობთ, რომ ეს პრეზენტაციები და სამუშაო შეხვედრები დაეხმარებათ მესტიელ მოსწავლეებს აქტიურად გამოიყენონ თანამედროვე ციფრული პლატფორმა და გაიმარტივონ საგნების სწავლა სახალისო ვიდეობითა და სავარჯიშოებით” – სვანეთი ჰიდროს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო ნატროშვილი.

სვანეთი ჰიდრო დაბა მესტიაში არადაგუბებითი ტიპის ჰესს, მესტიაჭალა ჰესს, თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტების სრული დაცვით აშენებს. ჰესის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 65 მლნ დოლარია.

Comments
Loading...