მესამე კვარტალში საქართველო მილიონ დოზა Pfizer-ის ვაქცინას მიიღებს

16

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში „ფაიზერის“ მილიონი დოზა ვაქცინა მიმდინარე წლის მესამე კვარტალში შემოვა.

„უკვე ხელმოწერილია კონტრაქტები და მესამე კვარტალში ალბათ მივიღებთ 1 მლნ დოზა „ფაიზერს“ და 1 მლნ დოზა „ნოვავაკსს““, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ და დასძინა, რომ “ნოვავაკსი” სავარაუდოდ, ყველაზე კარგი ვაქცინა იქნება.

Comments
Loading...