მერსი ტემბონი: საქართველოში ბიზნესგარემო ძალინ მეგობრულია

436

"საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც ძალინ ბევრი პროგრესი განიცადა წლების განმავლობაში. მიუხედავად საგარეო შოკებისა, საქართველოს ეკონომიკამ განაგრძო ზრდა. ეს ზრდა არ ყოფილა შემთვევითი. ზრდა მოხდა იმიტომ, რომ მთავრობამ პრიორიტეტად დაისახა რეფორმების გატარება, მათ შორის ფისკალური და სტრუქტურული რეფორმები. ამ კი დადებითად იმოქმედა ეკონომიკურ ლიბერალიზაციაზე", – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, მერსი ტემბონიმ გადაცემა "საქმის კურსში" განაცხადა.

"ბიზნესგარემო საქართველოში ძალინ მეგობრულია. საბანკო სექტორი კარგად კაპიტალიზირებული და სწორად რეგულირებულია. ამასთან ერთად ქვეყანაში იზრდება ტურისტების რაოდენობა და სულ უფრო და უფრო მეტი ტურისტი სტუმრობს საქართველოს, ისინი ქვეყანაში ფულს ხარჯავენ.

10 წლის წინ მთლიანი შიდა პროდუქტი 1 სულ მოსახლეზე დაახლობით 1700 დოლარი იყო, დღეს კი 3 700 დოლარია. ეს ძალინ კარგი მაჩვენებელია.

ჩვენ ძალინ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, როგორც საქართველოს ეკონომიკის და ასევე მისი მომავლის მიმართ", – განაცხადა მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა.

Comments
Loading...