მერსი ტემბონი: საქართველოს ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას გავუწევთ

359

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგანგებო შტაბში, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორს სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონს შეხვდა. ტემბონის თქმით, ბანკი მზადაა, საქართველოს, ტყის ხანძრებთან დაკავშირებით, ფინანსური და ტექნიკური დახმარება აღმოუჩინოს.

"მსოფლიო ბანკში შეშფოთებული ვართ ამ უბედურებით და მზად ვართ, დახმარება გავუწიოთ საქართველოს, შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის ფარგლებში. მსოფლიო ბანკში პროგრამა გვაქვს, რომელიც უშუალოდ ეხება გარემოსა და ტყეების დაცვას.

ჩვენ მზად ვართ, საქართველოს დავეხმაროთ როგორც კრიზისის, ასევე კრიზისის შემდგომ პერიოდში. საქართველოს გავუწევთ ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას. გარემოსდაცვითი სპეციალისტების ჯგუფი შეაფასებს არსებულ ვითარებას, რათა შემდგომ კონკრეტული გეგმა დავნერგოთ", – აცხადებს ტემბონი.

Comments
Loading...