მერსედეს ვერა-მარტინი: Fitch-ის რეიტინგის შედეგი საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის დადასტურებაა

42

საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ დადებითად შეაფასა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს Fitch Ratings-ის მიერ საქართველოსთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება.

კომპანიამ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ნიშნულით, “BB-“-დან “BB”-მდე გააუმჯობესა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა.

“ჩვენ მივულოცეთ თქვენს ხელისუფლებას ბოლო დროს გამოქვეყნებული რეიტინგის შედეგები, რომლებიც მაკროეკონომიკური პოლიტიკის მართლზომიერებისა და საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის დადასტურებაა,” – განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმა საქართველოს მთავრობის წევრებთან შემაჯამებელი შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ფონდის მისია საქართველოში 1-კვირიანი ვიზიტით იმყოფებოდა.

Comments
Loading...