მერკელი: ჩემი ვიზიტის დროს ორ შეთანხმებას მოეწერება ხელი, საქმე ეხება 193 მილიონ ევროს

58

" ჩემი ვიზიტის დროს ორ შეთანხმებას მოეწერება ხელი. საქმე ეხება დაახლოებით 193 მილიონ ევროს ეხება. გაზის საცავის, ასევე წყლით მომარაგებისა და კანალიზაციის სისტემებისთვის გამოიყენება ეს თანხა." – განაცხადა საქართველოში ვიზიტით მყოფმა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.

" ევროკავშირთან საქართველოს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ჩვენ დიდი წვლილი შევიტანეთ საქართველოსთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში. ასევე ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით. მე მინდა ვთქვა, რომ საქართველოს და გერმანიას ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში და ჩვენთვის საქართველო კარგი პარტნიორია.

ვფიქრობთ, რომ ჩვენ სხვადასხვა სფეროში შეგვიძლია თანამშრომლობა. პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს შორის ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთს ხშირად შეხვდნენ ეკონომიკის მინისტრები და ის ხალხი, ვინც ეკონომიკაზეა პასუხისმგებელი, რათა ჩვენი ურთიერთობები ეკონომიკაში უფრო ინტენსიური გავხადოთ და გავცვალოთ გამოცდილება.

შესაძლებელია, რომ საქართველომ აგრარული პროდუქციის ექსპორტი განახორციელოს ევროკავშირში და ამაში შეგვიძლია დიდი წვლილი შევიტანოთ. მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც ძალიან სწორ ეკონომიკურ გზას ადგას. ეკონიმიკური ზრდა ნამდვილად სახეზეა. მე განსაკუთრებულად ვამაყობ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მექნება პატივი, ხვალ ვისაუბრო ბატონ რექტორთან, სტუდენტებთან. ამ კონტექსტშიც არსებობს ათწლეულობით დაგროვილი ქართულ-გერმანული ძალიან მდიდარი ურთიერთობა და ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ ურთიერთობებს და გამოცდილებას." – აღნიშნა კანცლერმა.

Comments
Loading...