მერია ზაქარია ფალიაშვილის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს, გამოყოფილია 1 მილიონი ლარი

44

ზაქარია ფალიაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება, ამის შესახემ ქალაქის მერმა კახი კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"ჩვენ ვიწყებთ ზაქარია ფალიაშვილის ქუჩის რეაბილიტაციას. სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა, ასევე, მოეწყობა ტროტუარები, ბორდიური, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული გადასასვლელები და დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე განათებები.

პროექტით 1 კმ-მდე სიგრძის მონაკვეთის სრული რეაბილიტაციაა გათვალისწინებული და ამისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით 1 მილიონი ლარი დაიხარჯება. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბრის თვის მეორე ნახევარში დასრულდება." – განაცხადა ქალაქის მერმა.

Comments
Loading...