მეი: Brexit-ის საკითხებთან დაკავშირებული სირთულეების გადალახვაში მეუღლე და ვისკი დამეხმარა

40

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ Daily Mail-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის საკითხებთან დაკავშირებით სირთულეების დაძლევაში მას ჭიქა ვისკი დაეხმარა.

მისი თქმით, მას გვერდში ედგა მეუღლე, რომელმაც ვისკი დაუსხა მაშინ, როდესაც ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან Brexit-ის საკითხების მეხუთე განხილვის შემდეგ შინ დაბრუნდა.

“ჩვენ უკვე 38 წელიწადია, რაც დაქორწინებული ვართ. იგი ჩემი კლდეა. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ცხოვრებაში გყავს ადამიანი, რომელიც გვერდში დაგიდგება. იგი არ არის პოლიტიკაში ჩართული, ადამიანურ თანადგომას მიწევს”, – აღნიშნავს მეი.

მან აგრეთვე აღიარა, რომ Brexit-ის საკითხებთან დაკავშირებით მიღებული შეთანხმება იდეალური არ არის.

13 ნოემბერს, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა Brexit-ის საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც 2019 წლის 29 მარტს ამოქმედდება. უთანხმოებების გამო, მინისტრმა Brexit-ის საკითხებში თანამდებობა დატოვა, რომელიც ადგილიც სტივენ ბარკლიმ დაიკავა.

Comments
Loading...