მედვედევი: მსოფლიო ეკონომიკაში ერთი ვალუტის ჰეგემონია ვერ მოხდება

38

რუსეთის პრემიერმინისტრმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მსოფლიო ეკონომიკაში ერთი ქვეყნის მონოპოლია, ან ერთი ვალუტის ჰეგემონია ვერ მოხდება. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ვერანაირი მონოპოლია, ან, როგორც ჩვენს მეგობრებს უყვართ თქმა – ჰეგემონია ვერ მოხდება”, – აცხადებს მედვედევი.

დოლარის, როგორც სარეზერვო ვალუტის შესახებ საუბრისას, მან განაცხადა, რომ ასი წლის წინ იყო ფუნტი სტერლინგი, ფრანკი, მარკა. მისი თქმით, ამ ეტაპზე, როგორც რეალური სარეზერვო ვალუტა, ვითარდება იუანი.

დღეს ევროკომისიამ ევროს გლობალური როლის გამყარების შესახებ სამოქმედო გეგმა გამოაქვეყნა. ბრიუსელი აპირებს, ევროპული ვალუტა გახადოს უფრო მიმზიდველი საერთაშორისო გათვლებსა და გლობალურ ფინანსურ სისტემაში. დოკუმენტში მითითებულია, რომ ევროპული კომპანიები ისევ დოლარში ვაჭრობენ, რაც ბიზნესს სავალუტო და პოლიტიკური რისკების წინაშე აყენებს.

Comments
Loading...