მაჭავარიანი: ხორბალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კარგად გათვლილი და სახელმწიფოებრივია

45

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ხორბლის ექსპორტ-იმპორტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კარგად გათვლილი და სახელმწიფოებრივია. საუბარია იმაზე, რომ სექტემბრიდან ხორბლის ექსპორტ-იმპორტი მხოლოდ რკინიგზითა და პორტებით იქნება შესაძლებელი.

„წელს არის უპრეცენდენტო რაოდენობა ტურისტების, ისინი საზღვარს კვეთენ როგორც სახმელეთო, ისე სხვა გზებით, თუმცა სახმელეთო ტრანსპორტით შემოსულია უამრავი მსუბუქი მანქანა, მათ შორის ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე და თქვენ თუ დააკვირდებით, იქ იყო კრიზისი შექმნილი. ასეულობით მანქანა ბრუნდებოდა უკან და ვკარგავდით ძალიან სერიოზულ შემოსავლებს ტურიზმში. თუ თქვენ ნახავთ „რუსტურიზმის“ განცხადებას, ის მოუწოდებს მოსახლეობას, რომ აირიდონ თავიდან ის დისკომფორტი, და მრავალკილომეტრიანი რიგები, რომელიც საქართველოს საზღვართან არსებობდა და თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან.

ამას გარდა, უამრავი ადამიანი თავიანთ ახლობლებს რეკომენდაციას უწევდა, რომ არ წასულიყო საქართველოს მიმართულებით. ამის დაშვება და ამასთან შეგუება მიუღებელია და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეგვეზღუდა სატვირთო მანქანებით ხორბლის შემოტანა“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

Comments
Loading...