მაჭავარიანი: შეიძლება, ახალი საბანკო რეგულაციების გადახედვა მოგვიწიოს

27

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, ახალ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვის კომენტირებისას განაცხადა.

ფინანასთა მინისტრის თქმით, მიმდინარეობს მსჯელობა ახალი საბანკო რეგულაციების გადახედვის შესახებ.

“რეგულაციების გადახედვაზე მიდის მსჯელობა და მუშაობა, მათ შორის ეროვნულ ბანკთანაც არის კონსულტაციები. მე მგონია, ჯერ კიდევ არ არის საკმარისი დრო გასული საბოლოო დასკვნებისთვის, თუმცა ტენდენციები, ასე თუ ისე, მიგვანიშნებს, რომ შეიძლება, მოგვიწიოს ახალი საბანკო რეგულაციების გადახედვა. მე პირადად ამის მომხრე ვიქნები”, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

Comments
Loading...