მაჭავარიანი: ტრანსნაციონალური კომპანიები, რომლებიც საქართველოში გახსნიან სათაო ოფისებს, ყველა გადასახადისგან გათავისუფლდებიან

28

“ტრანსნაციონალური კომპანიები, რომლებიც საქართველოში გახსნიან სათაო ოფისებს, გათავისუფლდებიან პრაქტიკულად ყველა გადასახადისგან”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი უკვე პარლამენტშია შესული. მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს კვირებში აღნიშნული პროექტი პარლამენტის მხარდაჭერას მიიღებს.

“ტრანსნაციონალური კომპანიების პროექტი უკვე პარლამენტშია გადაგზავნილი. მგონია, რომ ეს პროექტი პარლამენტის მხარდაჭერას უახლოეს კვირებში მიიღებს. თუ მსხვილი ტრანსნაციონალური კომპანია გადაწყვეტს საქართველოში თავისი სათაო ოფისის და ოპერაციების გადმოტანას, მაშინ ის თავისუფლდება პრაქტიკულად ყველა გადასახადისგან.

მხოლოდ 5% იქნება მოგების გადასახადი, კიდევ ექნებათ სხვა ტიპის შეღავათები. მაგალითად, თუ დაასაქმებს ადგილობრივებს, მთლიანი სახელფასო ხარჯი შეუძლია გამოიყენოს, როგორც საგადასახადო კრედიტი,” – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

Comments
Loading...