მაჭავარიანი “ომეგა ჯგუფის” საქმეზე: ბოლოს ყველას გაეღიმება და ისე დამთავრდება ეს აბსურდის თეატრი

38

“ყოველი მომდევნო ჩანაწერი მაძლევს საფუძველს ვიფიქრო, რომ ეს მოვლენა უფრო აბსურდული ხდება”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა “ომეგა ჯგუფის” საქმეზე განაცხადა.

“ჩემთვის ყველაფერი ცხადია, კითხვის ნიშნები არ არსებობს “ომეგას” საქმესთან დაკავშირებით, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ვალია და გადასახდელია, მანდ კითხვები არ არის, უბრალოდ იმდენ ტყუილს ამბობენ… გუშინდელი მაგალითიც რომ ავიღო, “ომეგას” წარმომადგენლები ფინანსთა სამინისტროსთან აქციას მართავდნენ, გამოაცხადეს, რომ ფინანსთა მინისტრი გაიპარა, როცა საღამოს 10 საათამდე ოფისში ვიყავი, ეს წვრილმანია. ასევე როდესაც მე შევხვდი მათი დაჟინებული თხოვნის შედეგად “ომეგას” დამფუძნებელს, მისმა მეუღლემ გამოაცხადა, რომ ფინანსთა მინისტრმა დაგვიბარაო. ქონდათ 7 თუ 8 მცდელობა, ბოლოს შევხვდი ამ ვალთან დაკავშირებით. იმდენს იტყუებიან, დარწმუნებული ვარ, ბოლოს ყველას გაეღიმება და ასე დამთავრდება ეს აბსურდის თეატრი”, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
მინისტრმა ზაზა ოქუაშვილთან შეხვედრაზეც ისაუბრა.

“მეგონა, რომ იქნებოდა ვალის შემცირების შეთავაზება, რაიმე ტიპის გრაფიკი, რაზეც აბსოლუტურად უარი იყო, პრაქტიკულად შეხვედრა შეხვედრისთვის დამთავრდა. ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ 50 მილიონი ლარი, ხალხის ფული აიღოს, ჩაიდოს ჯიბეში და მერე აქეთ დაგვიწყოს დავა”, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

Comments
Loading...