მაჭავარიანი: ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, რაც 100-200 წელიწადში ერთხელ ხდება

34

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მთავრობის ვალზე ხშირად სპეკულირებენ.
მისი თქმით, მთავარი არ არის, რამდენი პროცენტია მთავრობის ვალი, მთავარია რა მიზნებისთვის იხარჯება.

“ვალებზე ხშირად საუბრობენ. ჩვენ მთავრობის ვალს ხშირად სხვადასხვა კონტექსტში ატრიალებენ და თითქოს რაღაც დიდი უბედურება ხდება. სავალუტო ფონდის შეფასებით, მთავრობის ვალის დღევანდელი ნიშნული ეს არის დაახლოებით 43% მშპ-სთან მიმართებაში. არის მცირედი რისკის მატარებელი, პრაქტიკულად ეს არის ნორმალური.

აქვე უნდა ვთქვათ, რომ მთავარი ის არ არის თუ რა პროცენტია ჩვენი ვალი, მთავარია რა მიზნებისთვის იხარჯება. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს ვალი ასივე პროცენტით ხმარდება იმ დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც დღეს ხორციელდება ქვეყანაში და ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება ალბათ 100, შეიძლება 200 წელიწადში ერთხელ”, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მინისტრის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შემდეგ მთავრობა აპირებს, რომ ვალი შემცირდეს.

“ნათქვამიც იყო, რომ გვინდა ჩამოვიდეთ 36%-იან ნიშნულზე, თუმცა ამ ეტაპზე არაფერი საგანგაშო არ არის, არანაირი სპეკულაცია ამ თემას არ სჭირდება”, – აცხადებს ივანე მაჭავარიანი.

Comments
Loading...