მაჭავარიანი ვალების ჩამოწერაზე: “ქართუს” კარი ჯერ ღიაა და იმედია, დარჩენილი კომპანიების ნაწილი მაინც შეუთანხმდებიან

42

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ვალების ჩამოწერის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.

თუმცა, მისი თქმით, რამდენიმე მოქალაქემ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ის ყველანაირ კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, თუმცა ვალები არ ჩამოეწერა.

მინისტრი განმარტავს, რომ რამდენიმე საფინანსო ინსტიტუტი ფონდ “ქართუსთან” ვერ შეთანხმდა და იმედი გამოთქვა, რომ დარჩენილ პერიოდში იმ პირების სია გაიზრდება, ვისაც ვალები ჩამოეწერებათ.

“ბოლო პერიოდში ბევრი მითქმა-მოთქმა იყო ვალების ჩამოწერის პროექტთან დაკავშირებით. ვიცი, რომ იყო ზოგიერთი მოქალაქის გულისწყრომა, მათ შორის მეც ვღებულობდი ინფორმაციას, რომ ზოგიერთმა იქ თავისი თავი ვერ იპოვა, თუმცა მიაჩნდა, რომ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა.

პროექტი ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს და დასასრულს უახლოვდება. 600 000-ზე მეტ ადამიანს შეეხო, 4 მილიარდამდეა უკვე ჯამური თანხა, რაც ჩამოიწერება. დარჩა კიდევ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც სამწუხაროდ ზოგიერთმა კომპანიამ… ზოგიერთი მათგანი არის ამომღები ვალის, ზოგიერთი თვითონ არის გამსესხებელი, საფინანსო ინტიტუტი, და მათ არ გაასხვისეს ეს პორტფელები, რაღაც მიზეზების გამო ალბათ ვერ მოხდა შეთანხმება.

ჩემი ინფორმაციით, “ქართუს” კარი ჯერ კიდევ ღიაა და იმედს ვიტოვებ, ნაწილი მაინც, დარჩენილი კომპანიებისა , შეთანხმდებიან “ქართუსთან” და ეს რიცხვი, 600 000 ფიზიკური პირი, კიდევ უფრო გაიზრდება”, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

Comments
Loading...